2024 წლის პრემია ეკონომიკის დარგში დარონ აჯემოღლუს, სიმონ ჯონსონსა და ჯეიმს რობინსონს საზოგადოებრივი "ინსტიტუტების ფორმირებისა და კეთილდღეობაზე მათი გავლენის კვლევებისთვის" გადაეცათ.
აჯემოღლუსა და რობინსონს ეკუთვნით ცნობილი წიგნი, რატომ ვერ აქცევენ წარმატებას სახელმწიფოები (Why Nations Fail).
როგორც ნობელის პრემიის კომიტეტი აღნიშნავს, აჯემოღლუს, ჯონსონისა და რობინსონის კვლევები ქვეყნის კეთილდღეობისთვის მისი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობას აჩვენებს.
ნობელიანტები განმარტავენ, თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებას ისეთი საზოგადოებები, სადაც არაინკლუზიური ინსტიტუტები მოქმედებს და კანონის უზენაესობის პრინციპი ირღვევა.
„როგორც ლაურეატებმა აჩვენეს, ქვეყნების კეთილდღეობებს შორის სხვაობა კოლონიზაციის დროს დანერგილი ინსტიტუტებითაც შეიძლება აიხსნას. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც კოლონიზაციის დროს ღარიბები იყვნენ, ინკლუზიური ინსტიტუტები ინერგებოდა, რამაც დროთა განმავლობაში მოსახლეობის გამდიდრება გამოიწვია". - წერს ნობელის პრემიის კომიტეტი.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნები, რომლებშიც ექსპლუატირებაზე ორიენტირებული ინსტიტუციები დაინერგა, წარმატებას ვერ აღწევენ და უკეთესობისკენ ცვლილება უჭირთ, რადგან გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნაა საჭირო, ექსპლუატაციური ინსტიტუტები კი ხელისუფლებისთვის მოკლე ვადაში მომგებიანია.
ნობელის პრემიის მოცულობა ეკონომიკაში სხვების იდენტურია და წელს 11 მილიონი შვედური კრონია. გამარჯვებულები იღებენ ჯილდოს სტოკჰოლმში გამართულ გალა ცერემონიაზე, სხვა კატეგორიაში გამარჯვებულებთან ერთად.
გასულ წელს ეკონომიკის დარგში მკვლევარმა კლაუდია გოლდინგმა მოიპოვა ნობელის პრემია „შრომის ბაზარზე გენდერული განსხვავებების ძირითადი მიზეზების გამოვლენისთვის".
2022 წელს - ეკონომისტები ბენ ბერნანკე, დუგლას დაიმონდი და ფილიპ დიბვიგი "ბანკებისა და ფინანსური კრიზისების შესწავლისთვის" ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა