დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ - „ხახაბო“

ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ - „ხახაბო“

04-02-2025 15:00:00

კომპანია „ხახაბო“ 2024 წელს დადებითად აფასებს - ამის შესახებ Business Insider Georgia - თანბრენდის დამფუძნებელმა, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა.

„2024 წელს ვაფასებთ დადებითად, რადგან ჩვენი კომპანიისთვის წინსვლის წელი იყო. გარდა ამისა, მოხდა „ხახაბოს“ რებრენდინგი. შეიცვალა პროდუქციის ეტიკეტი“, - აცხადებს სვიმონიშვილი.

ამ დროისთვის სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი.

„ყველაზე მოთხოვნადი არის გოგრის ზეთი, სელის ზეთი, შავი კვლიავის ზეთი, ჩიას ზეთი და სეზამის ზეთი. გოგრა და ნიგოზიც არის მოთხოვნადი, მაგრამ ეს ხუთეული ყველაზე მეტად “, - განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი.

რაც შეეხება  2025 წლის სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე  პროდუქციის გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

„2025 წელს ვფიქრობთ გაფართოებას და ასევე ექსპორტზე გასვლასაც  ვინაიდან,  დაინტერესება არის რამდენიმე ქვეყნიდან “, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები