კომპანია Elt Building-ი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
“ელთ ბილდინგის” მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ წინასაწარ მომზადებული თაღლითური გარიგებებების შესახებ და მოახდინოს შემდგომში სხვა პიროვნებებისა და კომპანიების გაფრთხილება, ამ და მსგავსი ტიპის თაღლითური გარიგებების თავიდან აცილების მიზნით. სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება.
მსხვილი თღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგსა” და “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია “ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს, რისთვისაც კომპანია “ელთ ბილდინგმა “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმის“ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა.
ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებს შორის ყოველდღიური კომუნიკაციიის დროს ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელები გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, კომპანია “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს არწმუნებდნენ, რომ შეძენილი იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, თურქეთის წყლებში იმყოფებოდა და დამკვეთი კუთვნილ იახტას ოქტომბრის თვეში მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იახტა, რომელშიც კომპანია “ელთ ბილდინგმა” თანხა გადაიხადა რეალურად არ არსებობდა.
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშილი კომპანია “ელთ ბილდინგის” კომერციულ დირექტორს ვალერი გურგენაძეს იახტის შეძენის შეთვაზებით 2022 წლის აგვისტოს თვეში დაუკავშირდნენ. მხარეებს შორის კომუნიკაცია კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელების ინიციატივით, მას შემდეგ შედგა, როცა კომპანია “ელთ ბილდინგმა” ქ. ბათუმის მერიასთან ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში იახტ კლუბის მოწყობის შესახებ ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და სარეკლამო - მარკეტინგული მიზნით, ფოტო რენდერები საიტსა და სოციალულ ქსელებში განათავსა.
ცნობისთვის, კომპანია “ელთ ბილდინგი” ქ. ბათუმშისაცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. კომპლექსის მდებარეობა კი იძლევა იახტ კლუბის მოწყობის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკის განვითარებას. კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგის” კომერციულ დირექტორს სატელეფონო საუბარში განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსში ფართების შეძენა სურდათ. სწორედ ამ მიზნით შედგა პირველი კომუნიკაცია, რის შემდეგაც გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა “ელთ ბილდინგის” მენეჯმენტს იახტების ჩამოყვანა შესთავაზეს.
განხორციელდა შეხვედრა “ელთ ბილდინგის” დამფუძნებელთან, ელგუჯა თურმანიძესთანაც. ბიზნეს გარიგება ურთიერთსასარგებლო პირობების გათვალისწინებით წარიმართა. რაც გულისხმობდა, რომ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა” “ელთ ბილდინგს” ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ჩამოუყვანდა იახტას, რომელსაც იჯარის ხეშეკრულებით ისევ “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმა“ აიღებდა მართვაში და ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა თავად „ელთ ბილდინგს“.
მხარეებს შორის კომუნიკაციის პერიოდში, „ელთ ბილდინგის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ საქმიანობა. იმ დროს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ გიორგი ჩიკვაიძე იყო. კომპანას არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულებები და არ ედო ყადაღა. ამასთან ერთად, მოხდა ორგანიზაციის შესწავლაც. კომპანიის საქმიანობა არ ბადებდა ეჭვებს, ამიტომ შპს „ელთ ბილდინგმა“ გადაწყვიტა აღნიშნულ კომპანისთან თანამშრომლობა. ხელშეკრულების გაფორმებამდე კი შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და საქმიანი კომუნიკაცია. ნდობის განმტკიცების მიზნით, კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგის” დამფუძნებლისა და კომერციული დირექტრის საფრანგეთში ვიზიტი უზრუნველჰყვეს, სადაც შეირჩა მისაღები მოდელი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ იტალიურ მწარმოებელზე შეაჩერა ყურადღება და “ელთ ბილდინგის”მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ გაცილებით დაბალ ფასად შეიძენდა იახტას, რადგან მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა.
კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმას“ მფლობელებმა კომპანია “ელთ ბილდინგს ყალბი ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდეს. 2023 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა ჯერ განაცხადეს, რომ იახტა ტრანსპორტირების პროცესში იყო, შემდეგ კი დამკვეთს აუწყეს, რომ იახტა დაზიანებული აღმოჩნდა და შეკეთების მიზნით უკან დააბრუნეს. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი კომპანია “ელთ ბილდინგთან” დამატებით ხელშეკრულებებს აფორმებდნენ.
კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლათფორმას“ პერიოდულად იახტის შეძენის დამადასტურებელ დოკუმეტაციას სთხოვდა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიამ ვერ შეძლო. კომპანიის მფლობელებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ რეალურად იახტა არ არსებობდა და “ელთ ბილდინგის” მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას უკან დააბრუნებდნენ, მას შემდეგ რაც იგრძნეს რეალური საფრთხე რომ „ელთ ბილდინგი“ მზად იყო ეჩივლა შესაბამისორგანოებში თაღლითობს ფაქტზე, 2023 წლის იანვარში, დააბრუნეს თანხის მხოლოდ 10%, დარჩენილი ნაწილის დაბრუნება კი მორიგი სიცრუე და ყალბი დაპირება აღმოჩნდა.
აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე მსხვილი თღლითობისა და გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა. სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგი” კომპანია ,,რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლო 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა