დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენგური ატრაქცია „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2024 წლის კონკურსის ნომინანტი გახდა

ენგური ატრაქცია „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2024 წლის კონკურსის ნომინანტი გახდა

19-06-2024 18:04:00

ენგური ატრაქცია, Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება -ს მიერ გამოცხადებული „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2024 წლის კონკურსის ნომინანტი გახდა.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება" ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გახლავთ, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ ენგური ატრაქცია • Enguri attractions 2021 წლის შემოდგომიდან, ენგურის კაშხალზე გთავაზობთ ინდუსტრიული მემკვიდრეობის შემეცნების აბსოლუტურად განსხვავებულ და შთამბეჭდავ გამოცდილებას ელექტროენერგიის წარმოქმნის, სხვადასხვა საინჟინრო დარგების, ბუნებისა და მისი რესურსების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები