დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი  დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა

13-06-2024 10:55:00

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი"  დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებებითა და რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განისაზღვრა სექტორის მონაწილეთა - პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორებისთვის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა დარღვევისა და შეუსრულებლობისთვის  შესაბამისი ფულადი ჯარიმები დაწესდება.

წესი ადგენს პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის,  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან (AML/CFT) დაკავშირებით არსებული ნორმების, ასევე, ზედამხედველობის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობისათვის ფინანსური ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესებს.

დოკუმენტში დარღვევები დაყოფილია სამ კატეგორიად - განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დარღვევებად. რაც შეეხება ფულადი ჯარიმის ოდენობას, მისი დადგენა დარღვევების სიმძიმის, განმეორებითი ან/და სისტემური ხასიათის გათვალისწინებით მოხდება.

აღსანიშნავია რომ, ფულადი ჯარიმის ოდენობების განსაზღვრისას მარეგულირებელმა მხედველობაში მიიღო სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით დანერგილი საუკეთესო  პრაქტიკა და სექტორთან დაკავშირებული რისკები.

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები