დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირმა რუსეთის თხევად ბუნებრივ აირზე სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის თხევად ბუნებრივ აირზე სანქციები დააწესა

22-06-2024 09:12:00

ევროკავშირმა რუსეთის თხევად ბუნებრივ აირზე სანქციები დააწესა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული ბლოკის სანქციების პაკეტი რუსულ გაზსაც შეეხო. ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების თანახმად, ევროპის პორტებიდან რუსული თხევადი გაზის რე-ექსპორტი აიკრძალება, თუმცა თავად ევროპის ქვეყნებში რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი არ შეიზღუდება. 

სააგენტო Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქცია მოსკოვზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან ევროკავშირის პორტებიდან აზიაში რე-ექსპორტი რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის საერთო ექსპორტის მხოლოდ 10%-შეადგენს.

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები