ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე ხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეს ალენ ბერსესა და ირაკლი კობახიძის უკვე მეორე შეხვედრაა.
13:00 საათისთვის კი ალენ ბერსეს პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. ბერსე ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. გუშინ კი ბერსემ შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელზეც ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი გენერალური მდივნის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრების, ასევე ვიზიტის დღის წესრიგით უკმაყოფილების გამო არ მივიდა.
ალენ ბერსეს ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.
უახლესი
3 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო5 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია