ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM).
FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. პროგრამის თანახელმძღვანელები არიან KIU-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორი აკაკი ხელაძე და KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს სრულად დაუფინანსებს FIM პროგრამაზე სწავლის გადასახადს. დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ. FIM-ზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა აპლიკაციების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და ზეპირი გამოცდის/მიღების ინტერვიუს წარმატებით გავლა. ზეპირი გამოცდა ეტაპობრივად, 1 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია საქართველოში. KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მოკლე დროში მოექცა ქვეყანაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგის სათავეში (2021, 2022, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ KIU აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.
პროგრამის შესახებ დეტალები
ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი.
პროგრამის კონცენტრაციებია: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF), ფინანსური მართვა (Financial Management – FM), ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering – BISE).
პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია; საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიზი და აუდიტი; ფინანსური ეკონომეტრიკა; მანქანათმცოდნეობა; ბიზნეს პროცესების მართვა და ციფრული ინოვაცია; ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესზე და ინდუსტრიაზე, ინოვაცია და ტრანსფორმაცია და სხვა. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე.
FIM-ის კარიერული შესაძლებლობები
მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომლებშიც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს მიმართულებებია: ფინანსური სექტორი, ფინ-ტექ სექტორი და სადაზღვევო-ტექ და საინვესტიციო ბიზნესი, ციფრულ-ფინანსური სერვისების საკონსულტაციო მიმართულებები, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის ბიზნესი, ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი, IT და მონაცემთა მეცნიერების მიმართულება და მრავალი სხვა, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.
პროგრამის საფასური და დაფინანსება
პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის შეადგენს 12,250 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 7,000 ევროს. ამ თანხაში შედის: სწავლის საფასური, KIU-ს სტუდიოს ტიპის ოთახში ცხოვრების საფასური პროგრამის განმავლობაში, კამპუსის შიდა ტრანსპორტი, მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით და საჭირო აღჭურვილობით, Office365, კორპორატიული ნაკრები, ონლაინ ბიბლიოთეკაზე, მონაცემთა ბაზებსა და LMS-ზე წვდომა.
საუკეთესო კანდიდატებს KIU სთავაზობს სწავლის დაფინანსებას. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამისა და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ.
KIU-სა და FIM პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უახლესი
1 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს17 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა