2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,689.66 ათასი დოლარის ღირებულების 402.34 ტონა ფეიერვერკები იმპორტი დაფიქსირდა, რაც მოცულობით ნაწილში 332%-იან ზრდას, ხოლო ღირებულებით ნაწილში 303%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 8 თვეში ქვეყანამ 419.3 ათასი დოლარის ღირებულების 93.11 ტონა ფეიერვერკები იყიდა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში ფეიერვერკების იმპორტი სულ 6 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა იმპორტის 69% ერთ ქვეყანაზე კონკრეტულად კი ჩინეთზე მოდის.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში ფეიერვერკების იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:
საქსტატის მონაცემებითვე, ფეიერვერკები იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 5,144.89 ათასი დოლარის ღირებულების 1,520.09 ტონა ფეიერვერკები იყიდა. 2022 წელს ქვეყანაში 845.67 ტონა ფეიერვერკების იმპორტი დაფიქსირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 264%-იან ზრდას აჩვენებს.
უახლესი
22 წუთის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს16 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა