ფეროშენადნობების ექსპორტი 102%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 219,625.38 ათასი დოლარის ღირებულების 190,860.52 ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი მხოლოდ 94,331.66 ტონა იყო.
მიმდინარე წლის სტატისტიკურ მაჩვენებლების მიხედვით, ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. სწორედ თურქეთზე მოდის ამ ნედლეულის ექსპორტის 41%-ი. 25%-იანი წილით კი მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.
2024 წლს რვა თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 31 ქვეყანაში დაფიქსირდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ფეროშენადნობები გაყიდა:
თურქეთი - 78,129.84 ტონა;
აშშ - 48,056.45 ტონა;
ეგვიპტე - 17,049.57 ტონა;
იტალია - 7,115.16 ტონა;
უკრაინა - 6,480.00 ტონა;
ბოლო წლების სტატისტიკით კი ფეროშენადნობების ექსპორტმა მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია. საანგარიშო წელს საქართველომ საზღვარგარეთის სხვადასხვა ბაზარზე მთლიანობაში 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, საიდანაც 459,803.30 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან