ბათუმის შუაგულში პანორამული ხედებით გამორჩეული „მეტროპოლ პარალელის“ კომპლექსი ახალ მფლობელებს ელის. კომპანიამ A ბლოკის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. აბუსერიძის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი 33 და 35-სართულიან ორ კორპუსს მოიცავს. ერთმანეთის პარალელურად განთავსებული A და B ბლოკები, საერთო ჯამში, 500-მდე აპარტამენტს აერთიანებს.