დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart-მა 2023 წლის ინფლაციის პროგნოზი 2,7%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა 2023 წლის ინფლაციის პროგნოზი 2,7%-მდე გაზარდა

09-10-2023 12:35:34

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მიმდინარე ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ გავზარდეთ 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით 2.7%-მდე, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

2023 წლის სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 0.9%-ის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ინფლაციის შენელების ტემპი გაგრძელდა და სექტემბერში 5.3% შეადგინა (+6.1% წ/წ აგვისტოში).

რაც შეეხება იმპორტირებული და შერეული საქონლის წლიურ ინფლაციას, სექტემბერში ორივე შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით იმპორტირებული ინფლაციის შემცირება შენელდა (-4.1% წ/წ სექტემბერში vs -6.8% წ/წ აგვისტოში), ხოლო შერეული საქონლის ინფლაციის კლება დაჩქარდა (-2.9% წ/წ სექტემბერში, -1.9% წ/წ აგვისტოში).

ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს თითქმის უცვლელი 2.5% წ/წ იყო.

2023 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

ჯანდაცვა (-4.7% თ/თ, -0.47პპ),

ტრანსპორტი (-4.3% თ/თ, -0.47პპ),

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+5.1%, +0.54პპ) და უალკოჰოლო სასმელები, თამბაქო (+5.6%, +0.38პპ).

ამასთან, 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.6%- იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+2.6%, +0.31პპ) და განათლების (+5.5% თ/თ, +0.24პპ) კატეგორიებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები