დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე - მიხეილ სარჯველაძე

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე - მიხეილ სარჯველაძე

27-11-2024 14:34:00

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 
„პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულია, მაგალითად, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდება. ეს არის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს ადამიანების საჭიროებასთან, გეოგრაფიულადაც კი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია და მოქალაქის პირველი მრჩეველია -  შეუძლია, სწორად დააკვალიანოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ თვალსაზრისით, გვაქვს საკმაოდ დიდი, ამბიციური და მრავალფეროვანი გეგმები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები