დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განსხვავებული კონცეფციის  აუთლეტის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესი განსაკუთრებული იქნება - Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი

განსხვავებული კონცეფციის აუთლეტის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესი განსაკუთრებული იქნება - Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი

31-05-2024 19:00:00

„ჩვენი მთავარი უპირატესობა სტუმრებისთვის შოპინგის ახალი გამოცდილების შექმნაა, თუ აქამდე მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას მუდმივი ფასდაკლებების გამო აუთლეტებში შოპინგს გარკვეულ დროს უთმობდნენ, დეკემბრიდან Tbilisi Outlet Village-ში შეძლებენ ზუსტად ანალოგიური შეთავაზებების მიღებას“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბილი ისიანმა განაცხადა.

ბილი ისიანის განმარტებით, , Tbilisi Outlet Village-ის ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე 70 ბრენდი, 8 რესტორანი იქნება წარმოდგენილი. ასევე მოეწყობა კიოსკის 6 სივრცე.

„აუთლეტის კონცეფცია მუდმივ ფასდაკლებებზეა აგებული, რაც ქვეყანაში არსებულ მოლებთან კონკრეტულ უპირატესობაში გვამყოფებს, თუმცა ბრენდის მარკეტინგული ხედვა არ იქნება მხოლოდ ფასდაკლებებზე ორიენტირებული. Outlet Village-ში ისეთ პრემიუმ ბრენდებს შეხვდებით, რომელიც შოპინგ ცენტრებში არ არის, ჩვენთან რეგიონისთვის უნიკალური პრემიუმ ბრენდების მიქსი იქნება თავმოყრილი. Outlet Village-ის არქიტექტურაც და გასტრონომიული მიმართულებაც გამორჩეულია, არსებულ შოპინგ ცენტრებში ვხვდებით ე.წ. Food court კონცეფციას, ჩვენთან კი გასტრონომიული ობიექტები მთელ ცენტრში იქნება მიმოფანტული“, - ამბობს ბილი ისიანი.

Tbilisi Outlet Village, რომელიც რეგიონში პირველი აუთლეტია, სექტემბერში გაიხსნება და ამ დროისათვის მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ აუთლეტის ტერიტორიის 70%-ი უკვე ათვისებულია და ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც Nike-ი და Emporio Armani-ია, აუთლეტში გახსნის დღიდან იქნება წარმოდგენილი.

„ეს საკმაოდ დიდი გამონაკლისია, რადგან უმეტესად მსგავსი ტოპ ბრენდები აუთლეტში საწყის ეტაპზე არ შედიან, მათი ეს ინტერესი პროექტის მიმართ კი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია პროექტის მასშტაბი, მსგავსი შოპინგ ცენტრი რეგიონში არ არსებობს“, - ამბობს Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ბილი ისიანის განმარტებით, სალიზინგო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 7 ბრენდთან: Nike, Puma, Adidas, Emporio Armani, Armani Exchange, DKNY და Pinko.

„პროცესი მუდმივად დინამიკური და ყოველკვირეულად განახლებადია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ linkedin-ის გვერდზე გვადევნონ თვალი და მიიღონ ინფორმაცია ახალი ბრენდების დამატების შესახებ.
შოპინგისა და გასტრონომიული მიმართულების გარდა, Tbilisi Outlet Village-ში წარმოდგენილი იქნება დიდი ბრიტანეთის საკულტო ჭურჭლის ბრენდი, რომელსაც ამ ეტაპისთვის საიდუმლოდ დავტოვებ და ეს ბრენდი პირველად სწორედ ჩვენთან შემოვა“, - ამბობს ბილი ისიანი.