დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Geely, Mazda და Auto Gallery - „თეგეტას“ მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა

Geely, Mazda და Auto Gallery - „თეგეტას“ მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა

17-09-2024 18:13:00
  • პირველი ინტეგრირებული შოურუმი საქართველოში, სადაც  ავტომობილები, განსხვავებული იდენტობით, ერთ სივრცეში გაერთიანდა

 

  • საავტომობილო კომპლექსის შთამბეჭდავ პრეზენტაციას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა

 

სამი ბრენდის სრული სამოდელო რიგი და საავტომობილო სერვისი ერთ მისამართზე - Tegeta Cars_ის ახალი ინტეგრირებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. საავტომობილო კომპლექსი Tegeta Cars-ში შემავალ კომპანიებს: Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მულტიბრენდული შოურუმი მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, სადაც სრული საავტომობილო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციისათვის თბილისში ჩამოვიდნენ Geely-სა და Mazda-ს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი და Mazda Global-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური მენეჯერი მასამი იანაგავა.

პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქართველ და უცხოელ პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს Tegeta Cars-ის ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო, შესაბამისად,  4,000 m2-მდე სივრცე კონცეპტუალურად დავტვირთეთ: ერთ შენობაში გავაერთიანეთ საექსპოზიციო დარბაზი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას შეძლებს. Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს - Tegeta Cars-ში  შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტას“ სხვადასხვა ფილიალებში უწევდა მისვლა. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ. უცვლელი დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით თეგეტა ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს, ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“.