„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Geely Sakartvelo-ს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. კომპანიებზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს, მათ შორის საოპერაციო ლიზინგი დაბალი პროცენტით, ანუ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ავტომობილს Geely Sakartvelo თავად შეისყიდის.
Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. შოურუმში წარმოდგენილია Geely-ს სამოდელო ხაზის ყველა კატეგორიის ავტომობილი, როგორც ბენზინის, ისე ელექტროძრავზე მომუშავე მანქანები - SUV, სედანები, ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპები.
ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს Geely Sakartvelo სალიზინგო მომსახურებას Geely-ს ყველა მოდელზე სთავაზობს.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Sakartvelo-სა და „თეგეტა ლიზინგის“ თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. გვსურს, მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება, „თეგეტაშივე“ ისარგებლონ სწრაფი ლიზინგით. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ გადაიხდის.
რაც შეეხება კომპანიებს, მათ გამოსყიდვის პირობასაც ვთავაზობთ. სურვილის შემთხვევაში, ვალდებულებაში გაიწერება, რომ, თუ მომხმარებელს ავტომობილი აღარ ენდომება, მას კონკრეტულ ფასად ჩვენვე გამოვისყიდით. მანქანით სარგებლობის პერიოდში კი დაფინანსდება დაზღვევა“.