დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA და Binance Charity  ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებს

GITA და Binance Charity ბლოკჩეინის საგანმანათლებლო, უფასო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას იწყებს

2023-05-10 13:02:17

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, Binance Charity-ის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Binance-თან ერთად დაიწყო აპლიკაციების მიღებაბლოკჩეინის თაობის საგანმანათლებლო პროგრამაზე.  

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის განვითარებასა და ციფრულ ეკონომიკაში მათ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფოკუსი გაკეთებულია ქალების როლის გაძლიერებაზე Web3 მიმართულებით.

2023 წლის მარტში, Binance Charity- განახორციელა 100,000 აშშ დოლარის ოდენობის დონაცია საქართველოს Web3 საზოგადოების განვითარებისთვის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგების სერიას.  

Blockchain Generation პროექტის ფარგლებში, Binance Charity, ინოვაციების სააგენტოს დახმარებით, დაუპარტნიორდა ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო კომპანია New Horizons Bulgaria-, რომელიც აღსრულების ნაწილში ჩაერთვებდა განახორციელებ ტრენინგებს  საქართველოს 180 მოქალაქისთვის 3 მიმართულებით - ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესავლები,  ბლოკჩეინ დეველოპმენტ და კრიპტოვალუტის საფუძვლები. კურსები სრულად ფინანსდება Binance Charity-ის მიერ და  უფასოა მონაწილეებიდთვის. ტრენინგები დაიწყება 2023 წლის ივნისში და ნოემბრამდე გაგრძელდება. სასაუბრო ენა იქნება ინგლისური. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მოთხოვნებთან შესაბამისობა, ცოდნა და მოტივაცია.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance

პლიკაციების ეფასებები განხორციელდება რეიტინგის მინიჭების გზით, რომელიც დაფუძნებულია ცოდნისა და მოტივაციის ერთობლიობის საფუძველზე.

შეიტყვეთ მეტი შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/binance

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები