საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე Business Insider Georgia-თან ასოციაციაში კომპანია Green Steps-ის გაწევრიანებას დადებითად აფასებს.
„უაღრესად ღირებულია ჩვენთვის, კომპანიის გუნდის პროფესიონალიზმისა და გარემოსდაცვითი კონსულტაციის სფეროში გამოცდილების გათვალისწინებით. Green Steps-ის წევრობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს GREDA-ს შესაძლებლობებს, ხელი შევუწყოთ ასოციაციის წევრებს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტების დახმარებით, განახლებადი ენერგიის პროექტები მოიყვანონ გარემოსდაცვით რეგულაციებთან და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. Green Steps-ის სპეციალიზებული სერვისები დაეხმარება GREDA-ს წევრებს გარემოსდაცვითი მიმართულებით მდგრადობის მიღწევაში, რაც გადამწყვეტია განახლებადი ენერგიის პროექტების გრძელვადიანი წარმატებისთვის“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
გრინ სთეფსი წარმოადგენს გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის საქმიანობის არეალი მოიცავს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტების მომზადებას ,საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას.
უახლესი
1 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს16 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა