დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუშინ ისრაელიდან თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიის 5 ავიარეისი შესრულდა, გაუქმდა მხოლოდ ერთი რეისი - ლაშა ჟვანია

გუშინ ისრაელიდან თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიის 5 ავიარეისი შესრულდა, გაუქმდა მხოლოდ ერთი რეისი - ლაშა ჟვანია

09-10-2023 14:59:10

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით ერთი რეისი გაუქმდა. ჩეხურმა კომპანიამ, რომელსაც ბორტი უნდა მოეწოდებინა, უარი განაცხადა ისრაელში ფრენების განხორციელებაზე. შესაბამისად, ჩვენც, თითქმის ნახევარი საელჩო აეროპორტში ვიყავით და არ მიგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები. მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ისრაელში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საელჩო სრულ მზადყოფნაშია, რათა ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს.

„აბსოლუტურად მშვიდი გარემო იყო გუშინ საღამოდან და წუხელ. დღეს იყო განგაში ისრაელის ცენტრალურ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ეს ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია, რადგან თუ ეს განგაშის სიგნალები ერთმანეთს მიება, ადამიანს რამდენჯერმე უხდება თავშესაფარში შესვლა. სხვა მხრივ, მაგალითად რომელიმე ქალაქის ევაკუაცია, ადგილსამყოფლის დატოვება, ეს მითითებები ისრაელის ზურგის სამსახურიდან არ არის და შესაბამისად, ნიშნავს, რომ მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ელჩმა.

ჟვანიას თქმით, გუშინ ისრაელიდან თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიის 5 რეისი შესრულდა, მათგან 2 ავიარეისი შეასრულა „აირზენამ“. გაუქმდა მხოლოდ ერთი რეისი.

„გაუქმდა იმის გამო, რომ ჩეხურმა კომპანიამ, რომელსაც ბორტი უნდა მოეწოდებინა, უარი განაცხადა ისრაელში ფრენების განხორციელებაზე. შესაბამისად, ჩვენც, თითქმის ნახევარი საელჩო აეროპორტში ვიყავით და არ მიგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები. მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ. სადაც შევძელით, თვითმფრინავში ადგილების საშუალება იყო, სხვა რეისებზე დავეხმარეთ ბილეთების გადაცვლაში. პრიორიტეტები მიენიჭა იმ ადამიანებსა და მგზავრებს, რომელთაც ისრაელში დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა ან ახლობელი არ ჰყავდა, სასტუმროში გასაჩერებლად ფინანსური რესურსი არ გააჩნდა წამოსულიყო. ნაწილს ერთი ღამით, საცხოვრისის ღირებულება ავუნაზღაურეთ და შემდეგ ღამით გამოვამგზავრეთ“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები