დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს ამბიციური გეგმა ინვესტიციების კუთხით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ $9 მილიარდის მოზიდვას - ირაკლი კობახიძე

გვაქვს ამბიციური გეგმა ინვესტიციების კუთხით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ $9 მილიარდის მოზიდვას - ირაკლი კობახიძე

06-12-2024 15:06:00

რა თქმა უნდა გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა შემოვა ინვესტიციები, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Business Insider Georgia-მ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რომ  ⁠პოლიტიკური მღელვარების ფონზე ინვესტორების მხრიდან  ყოველთვის არის გარკვეული კითხვები. რამდენად აქტიურია საქართველოს მთავრობის კომუნიკაცია ინვესტორებთან იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს  უნდა განხორციელდეს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიის პროექტი. ხომ არ არის რისკი მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით განმეორდეს ისეთი „ქეისი“, როგორიც იყო ნამოხვანის ჰესის მშენებლობის ჩაშლა გარკვეული ორგანიზაციებისგან ინვესტორზე ზეწოლით?

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. პირველ რიგში, გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთავრობა განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები