ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში, გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, რადგანაც მათ ძალიან აღიზიანებთ ის, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი.
პრემიერის თქმით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების გეგმაა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში.
„რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი უნდა გავუცრუო - გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, შემოვა ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
2 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება3 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა