დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა -  მიხეილ სარჯველაძე

ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა - მიხეილ სარჯველაძე

27-11-2024 14:32:00

 „ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)  დაფინანსების  სისტემა“ - ამის შესახებ საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ  პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, DRG სისტემა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჯანდაცვის სექტორში, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

“აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად  იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება, პრაქტიკამ, ამ დრომდეც აჩვენა და მომავალშიც, აუცილებლად აჩვენებს. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.

დაფინანსების სათანადო მექანიზმები დაინერგება, ასევე, ინოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები