დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან 3,4 ლარით გაიზარდა - საქსტატი

იანვარში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან 3,4 ლარით გაიზარდა - საქსტატი

15-02-2023 11:41:16

საქსტატის მონაცემებით იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 256.9 ლარი შეადგინა.

ეს მონაცემი 1.3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. 2022 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.5 ლარი იყო. 2023 წლის იანვარში ზრდა 3,4 ლარია. 

ამასთან, საარსებო მინიმუმის 2023 წლის იანვრის მაჩვენებელი 13.6%-ით მეტია 2022  წლის მაჩვენებელთან, როცა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 226.2 ლარი შეადგინა. 

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 2023 წლის იანვარში 227,5 ლარი შეადგინა. 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 224,5 ლარი იყო, ხოლო ერთი წლის წინ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 200,4 ლარი იყო. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები