მალე, თბილისში საერთაშორისო ბრენდის bis-ს კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ი ახლად განაშენიანებულ ტერიტორიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთით ფეხით სავალ მანძილზე, რკინიგზისა და ავტობუსის გაჩერებების მახლობლად მდებარეობს. სასტუმროს მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.
ibis Tbilisi Airport-ი სტუმრების მიღებას 2024 წლის შემოდგომიდან დაიწყებს. დღეისათვის სასტუმროს კადრებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს.
სასტუმროს ასაშენებლად 12 653 კვ.მ ფართი მიწა დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა 2018 წელს შეიძინა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 8,7 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსი კი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმრო 72 კომფორტულ ნომერს გააერთიანებს და იქნება Ibis-ის ბრენდის Plaza-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი.
სასტუმროში მისული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ რესტორნით და ღვინის მაღაზიით. სასტუმროში ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და საკონფერენციო სივრცე.
უახლესი
2 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს18 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა