დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19-02-2023 01:56:06

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კატრინ კოლონას შეხვდა. 

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, როგორც ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.

აღინიშნა რომ ჩატარებული სამუშაოები და ევროკომისიის შეფასება დადებით წინა პირობას ქმნის საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის ამ გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე და შეთანხმდნენ გამოყენებული იქნას პირველივე შესაძლებლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარებისთვის. მიმოხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პარიზი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში.

უახლესი

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები