მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ინვესტიციების წილი 8%-ზე რომ შენარჩუნდეს, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” პანელურდისკუსიაზე განაცხადა.
„იყო საუბარი, რომ ეს ტენდენცია ერთი-ორი წელი იქნებოდა და სახელმწიფო ინვესტირების წილი შემცირდებოდა 5%-მდე. ძალიან მიხარია, რომ არის განწყობა, ეს მაჩვენებელი კვლავ 8%-მდე შენარჩუნდეს. მიმაჩნია და მინისტრმაც აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ნაწილი კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს და განვმარტავ, რატომაა ეს მნიშვნელოვანი: სახელმწიფო ახორციელებს წყლისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მცირერიცხოვან სოფლებშიც კი. საკმაოდ დიდი ფულადი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ წყლის მიწოდება მოხდეს. რა თქმა უნდა ეს კონკურენტუნარიანობაზე ვერ მოქმედებს, თუმცა სოციალური თემაა.
ინვესტიციები, რომელიც ამაღლებს კონკურენტუნარიანობას, არის ყველაზე უფრო საინტერესო. განსაკუთრებით ტრანსპორტსა და რკინიგზაზე. ასევე ელექტროენერგიის ნაწილში გადამცემი ხაზების მშენებლობა არის დიდი ინფრასტრუქტურული ნაბიჯები. ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება. პრიორიტეტულად გამოცხადდა სვანეთის მიმართულება და ძალიან ბევრი ინვესტორის ინტერესი გაცოცხლდა ამის გამო. ასევე რაჭის მიმართულება გაქტიურდა, რამაც სიახლეები გამოიწვია.
უფრო მეტი და მეტის გაკეთება შეიძლება. რაც უფრო მეტი გაკეთდება, ეს მეტი კერძო ინვესტორის ინტერესს გამოიწვევს.
ანალოგიური ვითარებაა სოფლის მეურნეობის სექტორში. კერძოდ, სარწყავი სისტემების მიმართულებით ბევრი რამ კეთდება. ალბათ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. აღმოსავლეთ საქართველოში გამოწვევაა სარწყავი სისტემები, ხოლო დასავლეთ საქართველოში უფრო სადრენაჟე სისტემები. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ინვესტირება, რასაც სჭირდება განწყობა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან