ირაკლი კობახიძე - ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები
ბაია პატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოთხოვნას - გადადგეს ნინო წილოსანი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, რადგან ყველამიცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი.
მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაში მუშაობდა, როდესაც ადეიშვილიიყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი.
„ბაია პატარაიას პოზიციას დიდი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ბაიაპატარაია არის ერთერთი მთავარი ფსევდოლიბერალი, უცხოელი აგენტი, რომელიც ყველაფერსაკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ერთგვარი კასტა, რომელიც პირდაპირდავალებებით მოქმედებს. გარდა ამისა ეს არის ადამიანი, რომელიც ადეიშვილის უწყებაშიმუშაობდა, როდესაც ადეიშვილი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთერთი მთავარი ავტორი დაშემოქმედი. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების სიტყვას ვერავითარი ფასი ჩვენთვის ვერექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი