დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი კობახიძე: რომ დადიხარ დერეფნებში და შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ითხოვ, მერე ეტყობა ეს ჩვევაში გადაგდის, ჩვევაში აქვთ გადასული, რომ არც ერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან

ირაკლი კობახიძე: რომ დადიხარ დერეფნებში და შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ითხოვ, მერე ეტყობა ეს ჩვევაში გადაგდის, ჩვევაში აქვთ გადასული, რომ არც ერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან

01-07-2023 09:50:10

ეს ადამიანები რომ არ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ დიდი ხანია ვიცით და პრემიერმა როცა მიულოცა ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეოთხედფინალში გასვლა, ის წარმატება, რომელიც უკვე გვაქვს - ტაში არ დაუკრეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კარგი, ეკონომიკური ზრდა გწყინს, სხვა სფეროებში წარმატება გწყინს, ფეხბურთელებს როგორ შეიძლება არ მიულოცო ტაშით წარმატება? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში  პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ტაშის დაკვრაზე უარი იმაზე მიუთითებს, რომ მათ ქვეყნის არც ერთი წარმატება არ უხარიათ.

 

„რომ დადიხარ დერეფნებში და შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ითხოვ, მერე ეტყობა, ეს ჩვევაში გადაგდის და ჩვევაში აქვთ გადასული, რომ არც ერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ - პირიქით, უნდა გაღიზიანდნენ ნებისმიერი წარმატებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან.“ - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, საქართველოს მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატება ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია.

 

„სპორტში 30 წლის თავზე გვაქვს უნიკალური შედეგები. პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში და აქ ერთი რამ ცალსახად უნდა ითქვას: ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს, გუნდურ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები