მიუხედავად ისრაელზე „ჰამასის“ მასშტაბური თავდასხმისა და ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ისრაელსა და საქართველოს შორის ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
ირკვევა, რომ რეისები განრიგის მიხედვით, თუმცა ზოგ შემთხვევაში რამდენიმე საათიანი დაგვიანებით მაინც განხორციელდა.
საქართველოსა და ისრაელს შორის, ისრაელის მხრიდან ფრენებს რამდენიმე ისრაელური ავიაკომპანია, ხოლო საქართველოდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს.
მთლიანობაში ისრაელსა და საქართველოს შორის კვირაში რეისების რაოდენობა 44-დან 55-მდეა.
ბოლო კვირის (2-8 ოქტომბერი) სტატისტიკით კი ორ ქვეყანას შორის ფრენების რაოდენობამ 48 რეისი შეადგინა, ბოლო ორი კვირის სტატისტიკით კი 94 რეისი შესრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიგი უცხოური ავიაკომპანიების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს საღამოს, ასევე ისრაელის მიმართულებით ფრენა გადადო Georgian Airways-მა, რომელიც 8 ოქტომბერს დილას შესრულდა.
იგივე თემაზე:
„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს
უახლესი