დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგო

20-10-2024 19:35:00

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. ქართველი ფეხბურთელის კლუბი სტუმრად „ემპოლის“ შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე თამაშობს და მეტოქე ერთით ნული დაამარცხა. გოლი კვარაცხელიამ 63-ე წუთზე გაიტანა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. ხვიჩა 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გოგლიჩიძე მოედანზე 78-ე წუთამდე იყო.

ხვიჩამ მიმდინარე გათამაშებაში „ნაპოლის“ მაისურით მე-4 გოლი გაიტანა. ქართველის გუნდმა ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 6 ქულით უსწრებს, ხოლო „ემპოლის“ 10 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები