2024 წლის ივლისში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 1,872 მლნ ლარი, რაც 6.2 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.
2024 წლის ივნისში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 32.9 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 10.1 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 907.3 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა 408.7 მლნ ლარით.
2024 წლის ივნისში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, შესაბამისად 9.6 და 6.3 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება