დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს - კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს

ჯანდაცვის სამინისტრო: 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 14 ადამიანი გადაიყვანეს - კლინიკებში მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს

08-12-2024 15:19:00

7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.

„ამასთან, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. 

მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე - ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა. აღნიშნული მონაცემები მოიცავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უახლესი

40 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები