„ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მის ანალიტიკურ გუნდს ეკონომიკის მიმართულებით გურამ ბააკაშვილი შეუერთდა.
გურამ ბააკაშვილი „ჯეოქეისში“ კვლევით საქმიანობას ცირკულარული ეკონომიკის ირგვლივ ახორციელებს.
მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს: ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ტექნოლოგიები და ფინანსები.
გურამი 10 წელზე მეტია რაც კერძო სექტორში მუშაობს. მას საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ამჟამად ხელმძღვანელობს ბრიტანულ ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს.
გურამი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატი. მის საკვლევ თემას წარმოადგენს: „ცირკულარული ბიზნეს მოდელების ფინანსური ანალიზი, სექტორულ ჭრილში“.
მას გავლილი აქვს მადრიდის ბიზნეს სკოლის მენეჯმენტის კურსები, არის სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი. აგრეთვე, არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია, ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად. ასევე, 2023 წლის სექტემბრიდან „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, მდგრადობის ლაბორატორიის ფარგლებში, წაიკითხავს ლექციათა კურსს სახელწოდებით „მდგრადობა და ტექნოლოგიები“.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა