გალტ & თაგარტის 12–16 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ევროობლიგაციების შემოსავლიანობა უმეტესად გაზრდილია, უმნიშვნელოდაა შემცირებული მხოლოდ საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციების შემოსავლიანობა.
კერძოდ, საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 97.84 (- 0.16% წინა კვირასთან შედარებით), 9.29%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.69 ფასად (+0.12% წინა კვირასთან შედარებით), 7.49%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 89.97 (+0.15% წინა კვირასთან შედარებით), 6.69%-იანი შემოსავლიანობით.
უახლესი
18 წუთის წინ
საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია მსოფლიოში17 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება