დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული „ფაჩუჩის“ პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა - რა გეგმები აქვთ ბრენდის დამფუძნებლებს

ქართული „ფაჩუჩის“ პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა - რა გეგმები აქვთ ბრენდის დამფუძნებლებს

24-06-2024 08:00:00

ქარელში, საზღვრისპირა სოფელ დირბში პირადი ინვესტიციით დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა. კომპანია „ფუჩეჩის“ პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა და ადგილობრივ ბაზაზე კი ონლაინ იყიდება.

კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელ ელენე ბლიაძეს ესაუბრა.

„ფაჩუჩის“ სახელოსნო 2022 წელს გაიხსნა, როგორც ელენე ბლიაძე ამბობს, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფაჩუჩი აღმოჩნდა, თუმცა სახელოსნოში შეკვეთის შემთხვევაში სხვა პროდუქციის დამზადებაც არის შესაძლებელი.

„ფუჩეჩი, საქართველოში მოპოვებული მატყლისგან მზადდება, რომლის მოპოვებაც და გადამუშავებაც ალვანში ხდება. ნედლეული 100%-ით ქართულია. ვამზადებთ ასევე ნაქარგ ქუდებსა და ჩანთებს,  ყვავილებს, შარფებს“, - ამბობს მეწარმე.

„ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათ პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.

„რაც კომპანიის ცნობადობა გაიზარდა, „ფაჩუჩის“ პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასვე კომპანია „ბარამმა“ აშშ-ში გახსნა ორი მაღაზია და ჩვენი პროდუქცია გავუგზავნეთ. ასე შედგა პირველი ექსპორტი აშშ-ში. ასევე საქართველოში რამდენიმე მაღაზიას ვაწვდით პროდუქციას და სეზონზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - ამბობს ელენე ბლიაძე.

რაც შეეხება „ფაჩუჩის“ სამომავლო გეგმებს, კომპანია გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, კიდევ ორ თანამშრომელს დაიმატებენ და პროდუქციის მარაგებს გაზრდიან.

ამ დროისთვის „ფაჩუჩის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზია „ფიროსმანში“ თბილისში, მცხეთასა და სვანეთში. ასევე ფაჩუჩების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით 35-დან 70-ლარამდეა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები