ქართული კოსმეტიკური ბრენდი Piel Naturals პიელ ნატურალსი ფართოვდება. ბრენდმა რამდენიმე დღის უკან ბათუმში რიგით მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში გაიხსნა და ამიერიდან ბათუმში საკუთარ პროდუქციას გაყიდის როგორც სავაჭრო ცენტრ Metro City-ში ისე Grand Mall-ში.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით Piel Naturals-მა Grand Mall-ში გარკვეული აქციებიც ჩაუშვა.
„ჩვენი მაღაზია, ე.წ. კუნძული, რომელიც ბათუმის Grand Mall-ში გაიხსნა, დაახლოებით 10-12 კვ/მ-ს იკავებს. ის გაიხსნა Grand Mall-ის პირველ სართულზე „კარფურის“ შესასვლელთან. გეტყვით, რომ Grand Mall-ში შესვლაზე მოლაპარაკებები თითქმის 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საუბარი მაქვს მოლაპარაკებები და სასურველი ფართის მოძიებაზე“, - განმარტავს თათუკა ლომაძე.
Piel Naturals-ის დამფუძნებლის თქმით, ბათუმში გაფართოება გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გადაწყვიტეს.
„Piel Naturals-ის პროდუქციაზე ბათუმში მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო და სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ Metro City-ს მერე ფილიალი Grand Mall-შიც გაგვეხსნა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Piel Naturals-ი 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების კუთხით მინიმუმ 3 მაღაზიის გახსნას განიხილავს.
Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტების შექმნა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის სილამაზე და კეთილდღეობა, ინოვაციების მეშვეობით.
პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა არის ის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.
დღეისათვის Piel Naturals-ის ლოკაციები ასე გამოიყურება:
უახლესი
17 წუთის წინ
„შინაო“ ჰორეკა სექტორს ახალ პროდუქტს შესთავაზებს18 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს