Transfermarkt-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება განაახლა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერის ფასი 5 მილიონი ევროთი გაზარდა და უკვე 85 მილიონ ევროს შეადგენს.
კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება ერთი წლის წინ ზუსტად 5 მილიონი ევროთი, 80 მილიონ ევრომდე შემცირდა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლის“ მაისურით 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა შორის ხუთი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
უახლესი
58 წუთის წინ
„შინაო“ ჰორეკა სექტორს ახალ პროდუქტს შესთავაზებს