დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 56.38 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 56.38 მლრდ ლარი შეადგინა

25-06-2024 12:28:00

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 1.87 მლრდ ლარით (3.43%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.37%-ით გაიზარდა) და მაისის ბოლოს 56.38 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 535.48 მლნ ლარით (1.78%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.33 მლრდ ლარით (5.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.86%-ით).

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.98 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.84%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.90%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27%-ით მეტი).

 

2024 წლის მაისის განმავლობაში 2.54%-ით, ანუ 721.82 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 29.13 მლრდ ლარი შეადგინა.

 

2024 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.37 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.88 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით).

 

 

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები