დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების 61%-ი თბილისზე მოდის

კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების 61%-ი თბილისზე მოდის

2023-05-25 13:25:10

აპრილის ჩათვლით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 25 019 107 000 ლარია, რომლის 61%-ით თბილისზე მოდის. სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2023 წლის აპრილის ჩათვლით თბილისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 15 352 428 000 ლარს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების სტატისტიკაში მეორე ადგილზეა გურიის რეგიონი, სადაც აპრილის ჩათვლი გაცემულია 2 022 649 000 ლარის სესხები, რაც მთლიანი სესხების 8%-ია.

მესამე ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელზედაც მთლიანად ლარში გაცემული სესხების 7%-ი მოდის, სულ საუბარია 1 829 010 000 ლარზე.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ნაკლები სესხი რეგიონების მიხედვით გაცემულია რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ რეგიონი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 37 763 000 ლარია, რაც მთლიანობაში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 0,2%-ია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები