დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი სტაბილური ვალუტაა და თუ ძალით არ შევუქმნით პრობლემებს, საგანგაშო არაფერი მოუვა - ვახტანგ ჭარაია

ლარი სტაბილური ვალუტაა და თუ ძალით არ შევუქმნით პრობლემებს, საგანგაშო არაფერი მოუვა - ვახტანგ ჭარაია

18-06-2024 16:33:00

ლარს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს ნაჩვენები, მიუხედავად იმ გარკვეული კრიზისებისა, რაც ქვეყანაშია. შესაბამისად, ამით აიხსნება ლარში დეპოზიტების მაჩვენებლის ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ლარმა საკმაოდ ამაყად წარმოაჩინა თავი და სხვადასხვა სპეკულაციების ფონზე ლარის გაუფასურება ჩემი აზრით, საკმაოდ ზომიერი იყო. არაფერი საგანგაშო ლარს არ მოუვა, თუ ჩვენ არ შევუქმნით მას პრობლემას. აქ ვგულისხმობ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის შიგნით შეიძლება დაფიქსირდეს, ან ქვეყნის გარედან გარკვეულმა ფაქტორებმა განაპირობოს“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით. როგორც სებ-ში განმარტავენ, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია. დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის“, - აცხადებენ სებ-ში.

ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები