დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მადლობა კიდევ ერთხელ სებ-ს და პირადად ნათია თურნავას - ირაკლი კობახიძე

მადლობა კიდევ ერთხელ სებ-ს და პირადად ნათია თურნავას - ირაკლი კობახიძე

05-12-2024 14:51:00

რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, ასევე პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვას ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სებ-მა გაყიდა თუ არა რეზერვები.

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ კურსის სტაბილურობა სებ-ის და პირადად ნათია თურნავას კარგმა მუშაობამ და პოლიტიკური ვითარების შედარებით დასტაბილურებამ გამოიწვია. 
„ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად. ეს უნდა აღინიშნოს და ამასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი არის ის, რომ სებ-ი სხვადასხვა ზომებს იღებს. სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის ცხადია საუბარი. იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე. ეს ერთი ფაქტორი. მადლობა კიდევ ერთხელ სებ-ს და პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის. და მეორე, საერთო პოლიტიკურ ვითარება, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი ნაცმოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა იზრდებოდა ლარის კურსი. როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა ხოლმე, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არს მნიშვნელოვანი. 

რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა. როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები