დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგდა მაღრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას უარყოფს

მაგდა მაღრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას უარყოფს

11-04-2023 12:18:33

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მაგდა მაღრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას უარყოფს. ამის შესახებ მან Business Insider Georgia-ს განუცხადა.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საბუთები მაქვს შეტანილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურაზე. აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს. ვადასტურებ, რომ საბუთები არ წარმიდგენია აღნიშნულ კონკურსზე", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა.

განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მიმდინარე კვირაში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შერჩეული კანდიდატების სია არ გაუსაჯაროვებია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები