ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მაიმუნის ჩუტყვავილა ახალი კორონავირუსი არ არის, რადგან მისი კონტროლი შესაძლებელია.
ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ „ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მაიმუნის ჩუტყვავილას“.
მისი თქმით, ძლიერმა მოქმედებამ, მათ შორის ვაქცინების მიწოდებამ ყველაზე მეტად საჭირო ადგილებში, შეიძლება შეაჩეროს პანიკისა და უგულებელყოფის კიდევ ერთი ციკლი.
„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კორონავირუსთან? პასუხი ცალსახაა: არა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო სამშაბათს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.
მაიმუნის ჩუტყვავილა შეიძლება გავრცელდეს ახლო კონტაქტით. ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმის, ის იშვიათ შემთხვევებშია ფატალური. ის იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ჩირქოვან დაზიანებებს სხეულზე.
უახლესი