ნატურალური წვენების კომპანია „მაისისა“ და სტუდია „ველოსიპედის“ კოლაბორაციით ბაზარზე „ჟოზეს წვენი“ გამოჩნდება, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხილის ნატურალური წვენების კომპანია „მაისის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ განუცხადა.
„დავიწყეთ თანამშრომლობა სტუდია „ველოსიპედთან“, რომელიც პერსონაჟი „ჟირაფი ჟოზეს“ ავტორია. მათთან ერთად შევქმენით ბავშვებისთვის ნატურალური „ჟოზეს წვენი“.
ასევე ამ კუთხით ვთანამშრომლობთ სადისტრიბუციო კომპანია „ფუდ სერვისთან“ და „სპარის“ 120 ობიექტში ჟირაფი „ჟოზეს წვენი“ რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება, “- განაცხადა თორნიკე ჩხაიძემ.
„მაისის“ ბრენდის ქვეშ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია.
„მაისის“ ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული.
„მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.
უახლესი
1 საათის წინ
4 მითი ფინანსური განათლების შესახებ