დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ საკუთარი პროექტები საერთაშორისო საზოგადოებას ერევანში გამართულ გამოფენაზე წარუდგინა. დეველოპერი ამჯერად სომხეთს სტუმრობდა და უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ექსპოზიციაში TOON EXPO-ში მონაწილეობდა. სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრში შეიკრიბნენ. „მეტროპოლმა“ ღონისძიების მონაწილეებს, პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებსა და დამთვალიერებლებს თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი და ქართული დეველოპერული ბაზარი გააცნო.