მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავს და ქვეყნის მთავარი ბიუჯეტი 13 დეკემბრამდე მესამე მოსმენით დამტკიცდება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა მიმდინარე ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საჭიროებას პასუხობს.
2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32,4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1,2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ".
ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 500,0 მლნ ლარს შეადგენს. 2025 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 25 305,0 მლნ ლარია, რაც 2024 წლის თავდაპირველ გეგმას აღემატება 3 252,0 მლნ ლარით;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 820,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990.9 მლნ ლარით.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577,0 მლნ ლარით.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297,6 მლნ ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება იქნება 298,4 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125,0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405,8 მლნ ლარი, გრანტებში 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში - 700,8 მლნ ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მლნ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947,0 მლნ ლარი, რაც 146,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121,0 მლნ ლარს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,0 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 215,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 730,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350,0 მლნ ლარით აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135,0 მლნ ლარით აღემატება, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
უახლესი
45 წუთის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს1 საათის წინ
„შინაო“ ჰორეკა სექტორს ახალ პროდუქტს შესთავაზებს