„საქართველოს ფოსტის“ 2025 წლის მთავარ პრიორიტეტებში „მალეოს“ კიდევ უფრო განვითარება შედის. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სერვისის მიწოდება მაღალმთიანი რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის „მალეოს“ განვითარება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მცხოვრებთათვის. რადგან „მალეოს“ პროდუქტი იგივე ტარიფით მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს: ხულოს, ქედას, ყაზბეგს, მესტიას, როგორ ტარიფსაც იხდის თბილისი. ამ პროდუქტს შეუძლია ძალიან მოკლე ვადაში ევროპიდან მოახვედროს საქართველოში ელექტრონული გზით შეძენილი გზავნილი.ამ პროდუქტის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და გაძლიერებას ვფიქრობთ. ეს იქნება პრიორიტეტი მომავალ წელს“, - განმარტავს ლევან ჩიკვაიძე.
უახლესი
2 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო4 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია