მომავალ წელს ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ახალი შენობა გაიხსნება - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Vivo Medical Group-ში განუცხადეს.
ცენტრის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა დაპროექტებულია საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანო JCI-სთან თანამშრომლობით და ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს.
Vivo Medical Group-ის ინფორმაციით, ახალი დაწესებულება იქნება 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი. ჟორდანისას კლინიკის არსებულ მიმართულებებს დაემატება თანამედროვე სამშობიარო განყოფილება, ქირურგიული გინეკოლოგიის, მამოლოგიის, უროლოგიის, ონკოლოგიის და სხვა მიმართულებები.
უახლესი
1 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს17 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა