ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე, - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს.
ამასთან, სებ-ი ყურადღებას ამახვილებს გეოპოლიტიკურ რისკებზე და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.
უახლესი
14 საათის წინ
Palantir (PLTR) მალე S&P 500 (SPY)-ს შეუერთდება14 საათის წინ
როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად14 საათის წინ
Sony-მ PlayStation 5 Pro დააანონსა