დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„მინდა, ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის.
მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც ხაზი გაესვა. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ, მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება